რას გულისხმობს მემორანდუმი, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის გაფორმდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და იტალიის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტსა და იტალიის თავდაცვის სამინისტროს კარაბინერთა კორპუსს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, ხელი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, იტალიის პრეზიდენტ სერჯიო მატარელას ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

საქართველო საიმედო პარტნიორია — იტალიის პრეზიდენტი ბიზნეს-ფორუმზე>>>

დოკუმენტს ხელი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა აბესალომ მანჯავიძემ და კარაბინერთა სამხედრო პოლიციის ოფისის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა პიეტრო კაროზამ მოაწერეს.

კადრი ფილმიდან „მზის ქალაქი - Sputnik საქართველო
ქართული ფილმის მორიგი წარმატება საერთაშორისო არენაზე – ამჯერად იტალიაში

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოსა და იტალიის სამხედრო პოლიციებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სამშვიდობო ოპერაციები, ერთობლივი მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში და ერთობლივი სწავლებები.

სხვადასხვა კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებით კი მხარეებს შორის რეგულარულად მოხდება კონსულტაციების გამართვა და ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარება.

იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა საქართველოს პირველი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს, 16 ივლისს ეწვია. იტალიის პრეზიდენტმა უკვე გამართა შეხვედრები ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

იტალიის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იტალიელი ბიზნესმენებიც შედიან, ქართულ–იტალიურ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ქართული და იტალიური დელეგაციების წევრებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დაწყებისა და გაღრმავების შესახებ რვა დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. ქვეყნებს შორის დადებულია 18 შეთანხმება, რაც მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში.

განსაკუთრებით მჭიდროდ ქვეყნები ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობენ. 2004 წლიდან პერიოდულად იმართება ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმები. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0