გზების მონიშვნა

როგორ ზრუნავენ საქართველოს გზებზე ტურისტების უსაფრთხოებაზე

29
(განახლებულია 18:25 13.07.2018)
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოაწესრიგეს დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოში ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარეობს გზების მონიშვნა და საგზაო ნიშნების განახლება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამჟამად თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის ცალკეული მონაკვეთებისა და სამტრედია–ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზის ჰორიზონტალური სამუშაოები მიმდინარეობს, მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

მომავალში ეს პროცესი მთელი საქართველოს გზებს მოიცავს.

ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით ამ კვირაში აჭარაში ექვსი ახალი წერტილოვანი რადარი ამუშავდა, ხოლო თბილისის ქუჩებში მთლიანობაში — 200 თანამედროვე „ჭკვიანი" კამერა.

საქართველოს რეგიონებში წლის ბოლომდე დაახლოებით 1 ათასი ასეთი „ჭკვიანი" კამერის დაყენება იგეგმება.

„მძღოლებო ფრთხილად: თქვენ თბილისის მასშტაბით 200 „ჭკვიანი" კამერა გიყურებთ">>

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევათა სავალალო სტატისტიკიდან გამომდინარე, გზებზე კონტროლის გამკაცრება განიზრახა.

29
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (170)