112

თბილისში 17 წლის ბიჭი საკუთარ ბინაში დაჭრეს

337
(განახლებულია 20:20 10.07.2018)
ამ დროისთვის ახალგაზრდა რეგიონულ ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის საბურთალოს რაიონში №35-ე სკოლის კურსდამთავრებული 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინციდენტი სამშაბათს, დღისით მოხდა. მოზარდი მისსავე საცხოვრებელ ბინაში დაჭრეს. მომხდარის შესახებ დეტალები უცნობია. ამ დროისთვის ახალგაზრდა რეგიონულ ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც ოპერაცია უტარდება.

„მდგომარეობა იყო მძიმე. მას მახვილი საგნით, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა მუცლის წინა კედელზე. პაციენტს გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ჩვენ დეპარტამენტში აღმოუჩინეს და 15:00 საათზე საოპერაციოში შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ამ დრომდე ტარდება", — განაცხადა გადაუდებელი მედიცინის ექიმმა თამარ სალიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკველელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

337