შემოდგომიდან სტიქიის დროს სამხედრო ძალის გამოყენება პარლამენტის ნებართვის გარეშე მოხდება

© AP Photo / Shakh Aivazovსამხედროები თბილისის წყალდიდობის დროს 2015 წელს
სამხედროები თბილისის წყალდიდობის დროს 2015 წელს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებები არ შეეხება საგანგებო და საომარ მდგომარეობას.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სტიქიასთან საბრძოლველად სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური ძალის გამოყენებაზე პარლამენტის ნებართვა საჭირო აღარ იქნება, იუწყება ტელეკომპანია Imedi პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად.

ჩუგოშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში შეტანილია ცვლილებები, რომლის მიხედვით, სტიქიასთან საბრძოლველად აღმასრულებელი ხელისუფლება სამხედრო ტექნიკისა და თუნდაც ადამიანური ძალის  გამოყენებას  პარლამენტის  ნებართვის გარეშე შეძლებს. აღნიშნული ცვლილებები ძალაში ნოემბრიდან შევა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ცვლილებები არ შეეხება საგანგებო და საომარ მდგომარეობას.

„ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, როდესაც არის საგანგებო და საომარი მდგომარეობა, რასაც, რა თქმა უნდა, პარლამენტის ნებართვა სჭირდება. მაგრამ მეორეა, როდესაც ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, გარკვეული ტექნიკის ან ადამიანური ძალის გამოყენებაა საჭირო, რასაც არ უნდა სჭირდებოდეს ამ დონის ნებართვების გაცემა. ეს უკვე გამიჯნულია კონსტიტუციაში. ნოემბრიდან აღარ დაგვჭირდება პარლამენტის ნებართვა“, —განაცხადა ჩუგოშვილმა.

წყალდიდობა სვანეთში - Sputnik საქართველო
წყალდიდობა სვანეთში: ხეობა სამხედროებს პანელურ ხიდს სთხოვს

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა  მესტიის სოფელ ჭუბერში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით,  საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. პრეზიდენტის ბრძანების დასამტკიცებლად, დღეს პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. 

სვანეთში, სოფელ ჭუბერში 5 ივლისს  უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა დაანგრია ხიდები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, ადიდებულმა მდინარემ წაიღო სახლები. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი სამანქანო გზა. ადგილზე შესულია დამატებითი მძიმე ტექნიკა. 


ყველა ახალი ამბავი
0