მოსავლის აღება

ბელარუსული კომბაინები საქართველოში მარცვლეულის მოსავლის ასაღებად

109
ბელარუსული მხარე მზადაა ქართველ სპეციალისტებს ახალი ტექნიკის ათვისებაში დაეხმაროს

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik.  საქართველოს მინდვრებში ბელარუსული  კომპაინები მუშაობას შეუდგნენ,  იუწყება  „Sputnik ბელარუსი“ საქართველოში ბელარუსის საელჩოზე დაყრდნობით. 

ტექნიკის ექსპლუატაციაში ჩაშვების ოფიციალური ცერემონია კახეთში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ბელარუსის ელჩმა მიხაილ მიატკილოვმა.

მისი სიტყვებით, ბელარუსული მხარე დაინტერესებულია  საქართველოში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების კუთხით  საკუთარი ტექნიკის  რაოდენობის გაზრდაში და არამარტო კომბაინების შემოყვანაში, არამედ ადგილობრივი სპეციალისტებისთვის ტექნიკის ექსპლუატაციის შესწავლაში.

საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ ქართულმა მხარემ ბელარუსული ტექნიკის ხარისხი უმაღლესად შეაფასა.

 „აღინიშნა, რომ მუშაობის ეფექტურობის მხრივ, ბელარუსული ტექნიკა მოცემულ სეგმენტში  მსოფლიო საუკეთესო ბრენდებს არ ჩამოუვარდება“, – აღნიშნეს დიპწარმომადგენლობაში.

საქართველოში  „გომსელმაშის“ წარმოების ბელარუსული კომბაინების – КЗС-10 და  КЗС-812 – შემოყვანა ბელარუსის ვიცე–პრემიერმა მიხაილ რუსმა გასული წლის მარტში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტისას დააანონსა.


109
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა – 2018 (96)