თბილისში ივლისის დასაწყისში ინდური ბაზრობა გაიმართება

© REUTERS / Adnan Abidi„ჰურანგა" - ერთგვარი თამაში ინდოეთში
„ჰურანგა - ერთგვარი თამაში ინდოეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ინდურ კულტურასთან შეხების შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. დედაქალაქში 1 და 2 ივლისს ინდურ რესტორანში Khushi ინდური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ნაყინი - Sputnik საქართველო
თბილისში გემრიელი და ცივი ფესტივალი გელოდებათ

ბაზრობის სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ ტრადიციული ინდური სამოსი, სამკაულები, მათ შორის ცხვირის საყურე, დეკორატიული ნაკეთობები, სხვადასხვა არომატის ჩხირები და მრავალი სხვა ნივთი.

ამას გარდა, შესაძლებელი იქნება მეჰენდის ხელოვნებასთან — ინით ხელების მოხატვასთან შეხება.

გამოფენა-გაყიდვის სტუმრები შეძლებენ ინდური ცივი სასმელებისა და ჩაის დაგემოვნებას.

მისამართი: თამარ მეფის 29. ბაზრობის ორგანიზატორია კომპანია Indian House. დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0