მრავალშვილიანი ოჯახი სასეირნოდ გავიდა

UNICEF: საქართველოში ღარიბების რაოდენობა გაიზარდა

139
(განახლებულია 20:48 12.06.2018)
საქართველოში ბოლო წლებში სიღარიბის მაჩვენებელი ორჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა

თბილისი,12 ივნისი — Sputnik. საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა, გაეროს საბავშვო ფონდ UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“ თანახმად.

მევახშეობის „გედის სიმღერა“… >>

2017 წელს საქართველოში ბავშვების 6,8% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, ხოლო 2015 წელს მათი რაოდენობა 2,5%-ს შეადგენდა. სოციალური მდგომარეობა პენსიონრებს შორისაც გაუარესდა. გასულ წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა პენსიონერთა 3,7% იმყოფებოდა, ხოლო 2015 წელს — 1,7%.

„საქართველოში ბავშვები ისევ ყველაზე დაუცველ ჯგუფად რჩებიან“, — აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა გადმა.

საბავშვო ბაღების საჭირო რაოდენობის არარსებობის გამო, 14000-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩა. ხოლო 15-18 წლის ასაკის ყოველი მეხუთე მოზარდი არ სწავლობს.

ლაილა გადის თქმით, ბავშვთა შორის სიღარიბის შესამცირებლად საჭიროა დაინერგოს სოციალური დაცვის საყოველთაო სისტემა, ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა გაძლიერდეს.

საქართველოში სიღარიბის ზრდის მიზეზად UNICEF-ში ასახელებენ შენელებულ ეკონომიკურ ზრდას, უმუშევრობას და სამომხმარებლო ფასების ზრდას.

ამასთან, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი თავს ღარიბად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სულ უფრო მეტი ოჯახი ფინანსურ სირთულეებთან გასამკლავებლად ბანკებსა ან ლომბარდებს მიმართავს.

აღნიშნული კვლევის საფუძველზე UNICEF-ის ექსპერტები სოციალური დაცვის, ჯანდაცვის და განათლების სფეროების გასაძლიერებლად შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ წელიწადში ოჯერ ტარდება და სწავლობს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახების მდგომარეობას.


139