თბილისში გველები მომრავლდა: მაისში ასი ქვეწარმავალია დაჭერილი

© photo: Sputnik / Stepanenkov / გადასვლა მედიაბანკშიგველი
გველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად გველებს მოსახლეობა ხვდება კრწანისში, დიდ დიღომსა და ავლაბარში.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისის ზოგ რაიონში გველები მომრავლდა, განსაკუთრებით, კრწანისის, დიდ დიღმისა და ავლაბრის ტერიტორიებზე, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

გველი - Sputnik საქართველო
თბილისში 280-ზე მეტი გველი დაიჭირეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში მათ ორასი გამოძახება მიიღეს, თუმცა ადგილზე მისულმა სააგენტოს ეკიპაჟებმა მხოლოდ ასი ქვეწარმავლის დაჭერა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ არცერთი მათანი შხამიანი არ გამოდგა. 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განმარტავს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დედაქალაქში სულ 118 გველია დაჭერილი. აქედან სამი შემთხვევა მარტში, 15 კი აპრილში დაფიქსირდა. 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად გველებს მოსახლეობა ხვდება კრწანისში, დიდ დიღომსა და ავლაბარში.


ყველა ახალი ამბავი
0