კარდიგანების ოსტატი, ანუ ქართველი დიზაინერ Lalo–ს წარმატების ისტორია

© Sputnik / Levan Avlabreliქართველი დიზაინერი ლალო
ქართველი დიზაინერი ლალო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახვეწილი და კაშკაშა – ის საზღვარგარეთ ცნობილი ახალი ქართული ბრენდების სათავეში დგას

ბაირებისთვის რუსეთიდან, ჩინეთიდან, აშშ–იდან და ევროპიდან Lalo–ს (LaloCardigans) მარკა ინტერესის მთავარ ობიექტია მაღალი ხარისხის, ექსკლუზიურობისა და პრაქტიკულობის გამო.

Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში დიზაინერმა ლალო დოლიძემ თავისი წარმატების ისტორიაზე ისაუბრა.

ლალო დოლიძემ თავის ტყუპისცალ ნინოსთან ერთად თავისი ჰობისთვის მასშტაბური სტატუსის მინიჭება ხუთი წლის წინ გადაწყვიტა. ასე გაჩნდა ბრენდი LaloCardigans.

დღეს რუსეთის Google–ში ბევრგან წააწყდებით მითითებულ წყაროებს, სადაც მომხმარებელს ჰპირდებიან, რომ ასწავლიან „ლალოსავით“ ქსოვას. ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ „ლალო“ – ეს ქსოვის ერთ–ერთი სახეობაა.

© Sputnik / Levan Avlabreliდიზაინერი ლალო
Грузинский дизайнер Лало - Sputnik საქართველო
დიზაინერი ლალო

„ბევრი, ვინც ამ გაკვეთილებს ანთავსებს ქსელში, ჩემთან მუშაობდა. შემდეგ წავიდნენ, უფრო ზუსტად, გავათავისუფლე უხარისხო მუშაობის გამო. სასიამოვნოა, რომ ჩვენს პროდუქციას ამ რაოდენობით აყალბებენ. ფეიკი ყველა პოპულარულ ბრენდს აქვს და ეს ყველაზე საუკეთესო რეკლამაა“, – აღნიშნავს ლალო.

ლალოს კარდიგანებს მთელი მსოფლიოდან ყიდულობენ. ჩვენი საუბრისას ბუტიკში შემოვიდნენ სტუმრები მოსკოვიდან, რომლებმაც დიზაინერის პროდუქცია ინტერნეტში ნახეს და ყიდვა არა ონლაინ, არამედ პირადად გადაწყვიტეს.

ქართული სტილი: ჩოხა მსოფლიო მოდაში შემოდის" >>

„თითოეული ნაწარმის ხარისხს, სანამ შეიფუთება, პირადად ვამოწმებ. როდესაც მაღალ თამასას უწესებ თავს, უფლება აღარ გაქვს, ის დაწიო. მე ყოველთვის ჩვენი ბრენდის პროდუქციას ვატარებ, რათა ზუსტად ვიცოდე, რამდენად კომფორტულად იგრძნობს მასში თავს მყიდველი“, – აღნიშნა ლალომ.

ალსუ - Sputnik საქართველო
ალსუმ ქართველი დიზაინერის ფეხსაცმლით მოიწონა თავი

ერთი ნივთის დამზადებას ორი კვირიდან ორ თვემდე დრო სჭირდება. დასავლეთში ხელნაკეთ ნამუშევრებს იმდენად მაღალი ფასი აქვს, რომ იქ მიაჩნიათ, რომ ლალოს პროდუქციის ფასები დაბალია.

„ჩემი კარდიგანები საქართველოში, ჩვენი ხელფასებიდან გამომდინარე, ძვირია, მაგრამ თუ მსოფლიო ფასებს ავიღებთ – იაფი. ჩემი ბრენდის მთავარი ექსპორტიორები არიან ჩინეთი, რუსეთი და აშშ“, – აღნიშნა ლალომ.

რთულია იდგე ბიზნესის სათავეში, რომელიც სამუშაოთი თითქმის ორ ასეულ ოსტატს უზრუნველყოფს. უწევს ბევრი ურთიერთობა, ახსნა, რაც მთავარია – სწავლება და ახალი კვალიფიციური კადრების მომზადება.

© Sputnik / Levan Avlabreliქართველი დიზაინერი ლალო
Грузинский дизайнер Лало - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერი ლალო

დიზაინერი ჩივის, რომ საქართველოში მაინცდამაინც არ უყვართ რაიმე ახლის სწავლა და ბევრი მუშაობა. ხანდახან ადამიანები მოდიან, რამდენიმე დღე მუშაობენ და შემდეგ მიდიან, რადგან ხელფასის აღება მაშინვე უნდათ.

„საქართველო მოდის მთავარი მოვლენისთვის ემზადება: რითი გაგვაოცებს Tbilisi Fashion Week?“>>

„ქართველებს არ უყვართ ბევრი მუშაობა. დიდი ზარმაცი ხალხი ვართ (იცინის). მე უფასოდ ვუხსნი და ვასწავლი ადამიანებს ახალ ორნამენტებს, ახალ სტილს და მათ კიდევ სწავლა არ უნდათ. ამბობენ, რომ რთულია და მიდიან“, – ამბობს ლალო.

© Sputnik / Levan Avlabreliქართველი დიზაინერი ლალო
Грузинский дизайнер Лало - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერი ლალო

ხანდახან იმდენად დაკავებულია, რომ კვირების განმავლობაში ვერ ახერხებს სალონში წასვლასა და „ხელებისა და თავის მოწესრიგებას“. დღე–ღამეში 25 საათი უწევს მუშაობა, რაც აისახება ოჯახთან ურთიერთობებისთვის გამოყოფილ დროზე, რაც კატასტროფულად არ ჰყოფნის. თუ სამუშაოზე მთელი თავით გადაერთვები და საქმეს მაღალ დონეზე შეასრულებ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ქმარ–შვილისთვის დრო თითქმის აღ დაგრჩება.

„როდესაც დასთან ერთად ჩვენს ბრენდს ვქმნიდით, სახლში მუდამ თავჩაქინდრული მივდიოდი. ხან ვქსოვდი, ხან კლიენტების კითხვებს ვპასუხობდი. ჩემი ქმარი დროდადრო მახსენებდა თავს: ლალო, მშია, ლალო, აქ ვარ. მაგრამ თუ რამის მიღწევა გსურს, მსხვერპლიც უნდა გაიღო“, – აღნიშნა ლალომ.

© Sputnik / Levan Avlabreliქართველი დიზაინერი ლალო
Грузинский дизайнер Лало - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერი ლალო

დროთა განმავლობაში ლალომ full look–ზე დაიწყო მუშაობა, მოდელებისთვის ქმნიდა „სრულყოფილი სახის“ კოლექციებს. კიდევ მეტი მუშაობა უწევს, მუდამ თვალყური უნდა ადევნოს ტენდენციებს მოდის სამყაროში. ეს შედარებით ახალი სფეროა, რომელსაც ლალო იპყრობს.

ახალგაზრდა დიზაინერებს ლალო ურჩევს, ბევრი იმუშაონ და ინდივიდუალური სტილი გამოიმუშაონ და შეინარჩუნონ, მაში „წარმატება აუცილებლად იპოვის მორიგ იღბლიანს“.

 

ყველა ახალი ამბავი
0