ნათლისღების ღამეს ბათუმში მორწმუნეები ზღვაში განიბანნენ

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშინათლისღება
ნათლისღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დღეს მორწმუნეები წყალში შედიან იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც იესო ქრისტე მოინათლა

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, წუხელ ბათუმში ზღვის კურთხევისა და მრევლის განბანვის ტრადიციული რიტუალი გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„ყოველ წელიწადს შეძლებისდაგვარად ჩავდივართ ზღვაში მთელი ოჯახი და სამეგობრო. გილოცავთ ყველას ნათლისღების წმინდა დღესასწაულს“, – განაცხადა მარატ კილაძემ ზღვაში განბანვის შემდეგ.

სამება - Sputnik საქართველო
საქართველოში ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობენ

ეს ადათი, 14 წელია, აჭარაში ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველ წელს ნათლისღების ღამეს სრულდება.

19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. 

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს.


ყველა ახალი ამბავი
0