საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გახდა მამა

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან და პატარა თემოსთან ერთად
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან და პატარა თემოსთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის მეორე ვაჟს თომა დაარქვეს

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამედ გახდა მამა — ბავშვს თომა დაარქვეს.

"დაიბადა თომა მარგველაშვილი", — დაწერა პრეზიდენტმა თავის Facebook-გვერდზე.

თომა გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას მეორე საერთო შვილია.

პრეზიდენტმა და მაკა ჩიჩუამ თავისი ურთიერთობები ოფიციალურად 2014 წლის სექტემბერში გააფორმეს. 2015 წლის 2 თებერვალს ქვეყანას მოევლინა პატარა თემო.

მარგველაშვილს ასევე ჰყავს სრულწლოვანი ქალიშვილი — ანა, ხოლო პირველ ლედის — მაშო.

 

ყველა ახალი ამბავი
0