ილია მეორემ პატრიარქ კირილს პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავი მიულოცა

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიმაცხოვრის ტაძარი მოსკოვში
მაცხოვრის ტაძარი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვში ჩასვლა და საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს წერილი გაუგზავნა და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავი მიულოცა.

რუსული მართლმადიდებლური ეკლესია პატრიარქის ტიტულის აღდგენას ზეიმობს. დღესასწულზე მიწვეული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც, თუმცა მას ჯანმრთელობის მდგომარეობამ წასვლის საშუალება არ მისცა. მოსკოვში გაემგზავრნენ პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
პატრიარქის გამხელილი სურვილი... ანუ მეუფე შიოს დიდი ჯვარი...

„საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმებით ყველას, მოგილოცავთ და თქვენთან ერთად ვიზიარებთ 100 წლის წინ რუსეთის ეკლესიაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტით – წმიდა სინოდის შეკრებით და ამ სინოდზე პატრიარქის მმართველობის აღდგენით გამოწვეულ სიხარულს", — ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისადმი.

მოსკოვის პატრიარქისადმი წერილში ილია მეორე ასევე შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემას. კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, იქ ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესიები ინარჩუნებენ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ევქარისტულ ერთობას, მაგრამ სიტუაციის განმუხტვისთვის ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ჩვენ სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს, რის შესახებაც ჩვენ ადრეც არაერთხელ აღგვინიშნავს", — ბრძანებს პატრიარქი.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მოსკოვმა ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა; ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა. პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან განსხვავებით რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამ ორ რეგიონში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0