C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა

საქართველო წარმატებით ამარცხებს C ჰეპატიტს

25
(განახლებულია 12:00 01.12.2017)
საქართველოს C ჰეპატიტის სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტებით ათი წლის განმავლობაში მოამარაგებს ამერიკული კომპანია

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.

მრჩეველთა ჯგუფი განიხილავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს განიხილავს და აგრეთვე შეაფასებს წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხების მდგომარეობას, C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს. 

C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია 44 000 –ზე მეტი ბენეფიციარი. მკურნალობაში ჩართული 43 000-ზე მეტი პაციენტიდან 37 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა კურსი. პროგრამის შედეგად განკურნების მაჩვენებელმა 98% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი  ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მსიფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი და ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი დირექტორი გრეგ ალტონი.

„აქამდე მკურნალობას ის ადამიანები გადიოდნენ, რომლებმაც ამის შესახებ იცოდნენ და აქტიურად ცდილობდნენ პროექტში ჩართვას. დარჩენილი 110 ათასი ადამიანიდან 90%-ზე მეტმა არ იცის დაავადების შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია დროული დეტექცია (გამოვლენა, — რედ.)“, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ. 

საქართველოს მთავრობა С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ათწლიანი შეთანხმებაა გაფორმებული ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან, რომლის თანახმადაც კომპანია ქვეყანას უზრუნველყოფს С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით.

25