მილები „თურქული ნაკადისთვის“

კასპიის გაზის ვოიაჟი: გზა საქართველოდან ევროპაში

87
(განახლებულია 00:32 30.11.2017)
საქართველოს ხელისუფლება, აზერბაიჯანთან ერთად, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს ავითარებს

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ნავთობისა და გაზის კომპანია „ბიპის“ (British Petroleum) ვიცე-პრეზიდენტმა საგარეო კავშირებსა და სტრატეგიულ საკითხებში აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ბაჰტიარ ასლანბეილიმ „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა ევროპაში კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზპროდუქტების ტრანსპორტირებაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ.

„კომპანია „ბიპიმ“ რეგიონში პირველი ოფისი 1992 წელს გახსნა, ანუ აზერბაიჯანში ჩვენ უკვე 25 წელი ვართ, საქართველოში — 22-ე წელი. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა — კასპიის ზღვაზე ნახშირწყალბადების და ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება“, — დაიწყო საუბარი ასლანბეილიმ.

ბაქო — თბილისი — ჯეიჰანი

ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება — საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ სატრანზიტო დერეფანი საქართველო-აზერბაიჯანი თურქეთსა და ევროპაში ნავტობისა და გაზრესურსების ტრანსპორტირების კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოლო წლებში ჩვენს მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტია მილსადენი „ბაქო — თბილისი — ჯეიჰანი“, რომელმაც კასპიის აუზი ხმელთაშუა ზღვას პირველად დაუკავშირა. მხოლოდ მისი წყალობით აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით კასპიის ნავთობი მიედინება ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიჰანში, მერე კი ევროპისა და ამერიკის მყიდველებთან.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ბაქო-თბილისის სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვებზე. რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსი — საუკუნის მარშრუტია, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს, მაგრამ ის არ არის უნივერსალური — მას ვერ განვიხილავთ ნავთობისა და გაზპროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, ნავთობის გადაზიდვის მიზნით რკინიგზა გამოიყენება, მაგრამ არა ჩვენ შემთხვევაში. ჩვენ ფსონს მილსადენებზე ვდებთ. თუმცა არ პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ვადასტურებ — ეს ჩვენი ქვეყნების მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო სატრანზიტო პოტენციალს. მილსადენებისგან განსხვავებით, ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტს შემდგომი გაფართოების პერსპექტივაც გააჩნია, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით.

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი

მომდევნო მასშტაბური პროექტია — „სამხრეთის გაზის დერეფანი“, რომელიც სამი ცალკეული მილსადენისგან შედგება. პირველი — სამხრეთ-კავკასიური მილსადენი, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებს. სამხრეთ-კავკასიური მილსადენით გათვალისწინებულია პროექტ „შაჰ-დენიზის“ ფარგლებში მოპოვებული გაზის გადაქაჩვა. ეს მილსადენი იწყება ბაქოში, გაივლის მთელ აზერბაიჯანს, მთელ საქართველოს და თურქეთის საზღვარზე სრულდება. 

მილსადენის წლიური გამტარუნარიანობა — 9 მილიარდი კუბური მეტრია. თუმცა მომავალში ის 25 მილიარდამდე გაიზრდება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კასპიის ზღვის ბუნებრივი აირი ევროპაში მოხვდება. აქამდე მას მხოლოდ საქართველო და თურქეთი ყიდულობდა, ხოლო ყაზახეთი და თურქმენეთი ძირითადად რუსულ და ჩინურ ბაზრებზე ოპერირებენ.

გაზის მარშრუტი ევროპისკენ

შემდეგ „სამხრეთის დერეფნის“ ფარგლებში სხვა  — „ტრანსანატოლიის მილსადენი“ ამოქმედდება, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში იწყება და თურქეთი-საბერძნეთის საზღვრამდე გრძელდება. მისი მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. დერეფნის მესამე ელემენტია „ტრანსადრიატიკული დერეფანი“, რომელიც თურქეთი-საბერძნეთის საზღვარზე იწყება, გაივლის საბერძნეთს, ალბანეთს და იტალიაში მთავრდება.

Бахтияр Асланбейли
© Sputnik / Levan Avlabreli
ბაჰტიარ ასლანბეილი

მისი სიგრძე — 3500 კილომეტრია, ინვესტიციების მოცულობა — 40 მილიარდი დოლარი. პირველი ხაზი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი მომავალი წლის ზაფხულში იქნება მზად, როდესაც ბუნებრივი აირი თურქეთში წავა. სამი მილსადენისგან შემდგარი ეს სისტემა მთლიანად 2020 წლისთვის დასრულდება.

აღნიშნული პროექტი კასპიის ზღვის რესურსებს ევროპელი კლიენტებისთვის გახსნის.

ამ პროექტის წყალობით, კასპიის ზღვის ბუნებრივი აირის მოლეკულები პირველად მოხვდება ევროპაში — საბერძნეთში, ალაბანეთსა და იტალიაში.


87