ჯეკი ჩანის პროდიუსერმა ქართველი მომღერალი კინოში მიიწვია

© FB / Marcus Metreveliმარკუს მეტრეველი
მარკუს მეტრეველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარკუს მეტრეველი სამოდელო კონკურსის Miss Model of the World-2017 გახსნაზე გამოდიოდა, როდესაც განუმეორებელი ჯეკი ჩანის პროდიუსერს შეხვდა

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მომღერალმა და პროდიუსერმა მარკუს მეტრეველმა ლეგენდარული მსახიობის, ჯეკი ჩანის პროდიუსერის, კეტსარინა ლანისგან ჩინურ ფილმში გადაღების წინადადება მიიღო. ამის შესახებ მეტრეველმა „Sputnik-საქართველოსთან" ისაუბრა.

ჯეკი ჩანის პროდიუსერი მეტრეველმა ჰონგ-კონგში, სამოდელო კონკურსზე Miss Model of the World-2017 გაიცნო, რომელიც ქართველმა მომღერალმა თავისი ახალი სიმღერით Difference გახსნა. ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრინცი და პრინცესა, ცნობილი პროდიუსერები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები.

„Miss Model of the World-2017-ის პრეზიდენტმა რამდენიმე სტუმარი ვახშამზე მიიწვია. სწორედ იქ გაგვაცნო ჩინეთში ლეგენდარულ ადამიანი, კეტსარინა ლანი, რომელმაც ჯეკი ჩანი ფეხზე დააყენა და ასეთი წარმატების მიღწევაში დაეხმარა. ის ძალიან დაინტერესდა ჩემით და მითხრა, რომ ერთი ახალი ფილმისთვის სწორედ ჩემნაირ ტიპაჟს ეძებს და შემომთავაზა, ვცადო ბედი მსახიობის ამპლუაში. დავთანხმდი", — აღნიშნა მეტრეველმა.

მარიამ მამუჩაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მოდელი პორტუგალიაში კონკურსის გამარჯვებული გახდა

მარკუსმა აღიარა, რომ ცოტა ნერვიულობს, რადგან ეს მისთვის კინემატოგრაფში პირველი გამოცდილება იქნება. მარკუსი ახალ ფილმში, ძირითადად, ინგლისურ ენაზე ილაპარაკებს, მაგრამ გამორიცხული არაა, რამდენიმე ფრაზის ჩინურად წარმოთქმაც მოუწიოს.

„ყველამ კარგად იცის, რომ ჩინური ძალზე რთული ენაა და არ ვიცი, როგორ შევძლებ ამ ენაზე რამის წარმოთქმას, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა. მაგრამ ვაღიარებ, რომ ვღელავ", — აღნიშნა მეტრეველმა.

მარკუსმა ასევე მიიღო კონკურს „მის საფრანგეთის" ეროვნული დირექტორის წინადადება, რომ 12 იანვარს პარიზში სამოდელო კონკურსი გახსნას. ქართველი მომღერალი, რა თქმა უნდა, დათანხმდა.

მარკუს მეტრეველმა კარიერა 15 წლის წინ საქართველოში დაიწყო. გარკვეული პერიოდი საბერძნეთში ცხოვრობდა, სადაც მუსიკალური და დიზაინერის უნარები განავითარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაწერა ახალი სიმღერები, ცოტა ხნის წინ გამოუშვა საკუთარი მარკის სამოსის პირველი კოლექცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0