ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხი

ზუგდიდში 10 საათისათვის არჩევნებში მონაწილეობა 6264-მა ამომრჩეველმა მიიღო

23
(განახლებულია 18:46 21.10.2017)
10:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის N67 საარჩევნო ოლქში ხმა მისცა 6 264 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 5.2%-ს შეადგენს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის N67 საარჩევნო ოლქში დღეს დილის 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და, 10:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 6264 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 5,2%-ს შეადგენს, აცნობა „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

მან დაამატა, რომ ამ დროისთვის საოლქო კომისიაში დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

მირანდა მესხის თქმით, კენჭისწყრის პროცესს მონიტორინგს საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებიც უწევენ.

ზუგდიდში ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 120 219 ამომრჩეველი. არის 107 საარჩევნო უბანი, მერობის 6 კანდიდატი.

ოლქში სულ დარეგისტრირებულია რვა საარჩევნო სუბიექტი და მაჟორიტარობის 129 კანდიდატი.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.

თინათინ ბუკია

23
თემები:
არჩევნები -2017 (81)