მოძრაობა საქართველოს სამხედრო გზაზე გაიხსნა

© Facebook / Roads Department of Georgiaგზის თოვლისგან გაწმენდა
გზის თოვლისგან გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდთოვლობის გამო გუშინ გზაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მოძრაობა საქართველოს სამხედრო გზაზე თავისუფალია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დიდთოვლობის გამო ორშაბათს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 71-106-ე კილომეტრზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალეს. გზები თოვლისგან სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ინტენსიურ რეჟიმში გაიწმინდა, ამის წყალობით გზაზე მოძრაობა აღდგა.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, ამჟამად დარიალის ხეობაში, გზის 134-135-ე კილომეტრზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაჩერება.

ყველა ახალი ამბავი
0