საქართველოს მთავარი ინფექციონისტი აზიური ფაროსანას შესახებ განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / STRINGERაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიური ფაროსანა ახლა უკვე არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს, არამედ თბილისის პრობლემაც გახდა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ზამთარში აზიური ფაროსანას გავრცელების საშიშროება არ არის, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველო აზიური ფაროსანას შემოსევას ებრძვის. მავნებელი მწერი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, სადაც მან არა მარტო გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, არამედ, პირდაპირი მნიშვნელობით, საცხოვრებელი სახლები გაავსო. ამ დღეებში განგაში ატეხა თბილისის მოსახლეობამაც, ზოგი კბენის შემდეგ ალერგიულ რეაქციასაც უჩიოდა.

"ფაროსანა არ მიეკუთვნება იმ მწერების კატეგორიას, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემხებლობა აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ფაროსანასთან იყოს დაკავშირებული, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მწერთან და ნებისმიერ სხვა მცენარესთან, ეს არის ალერგია. ფაროსანას კბენა არ ახასიათებს. მავნებელი მწერი ზამთარში თბილ ადგილებს ეძებს, ამიტომ სეზონის ამ დროს რაც მეტი ფაროსანა განადგურდება, მით უფრო ნაკლებია რისკი გაზაფხულზე მისი გავრცელების", — განაცხადა იმნაძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
აზიური ფაროსანა უკვე თბილისშია

უახლოეს დღეებში თბილისში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებები დაიწყება. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მავნებლებს რამდენიმე ათეული კილომეტრის გადალახვა შეუძლიათ. ტემპერატურის ვარდნის გამო აზიური ფაროსანა საცხოვრებელ სახლებში და ქალაქებში მიგრირებს.

თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად სპეციალისტები დედაქალაქში კომპლექსურ ღონისძიებებს ჩაატარებენ. გაძლიერებულია მავნებლების პოპულაციის მონიტორინგი, ასევე თბილისში რამდენიმე ადგილზე დაგეგმილია ხაფანგების დაგება.

თბილისის პარკებისა და ბაღების ქიმიური დამუშავება მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით ჩატარდება.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ საცხოვრებელ სახლებში არ შეიძლება იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებსაც აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებენ. სპეციალისტები აგრეთვე თბილისის მოსახლეობას დამატებით რეკომენდაციებს მისცემენ.

საქართველოს მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის პრეპარატების გაცემა დაიწყო. ეს პრეპარატები დასავლეთ საქართველოში 230 ათასმა ოჯახმა მიიღო. მთავრობა მავნებლებთან ბრძოლას წლის ბოლომდე გააგრძელებს, სანამ მავნებლები ზამთრის ძილს არ მიეცემიან.

ყველა ახალი ამბავი
0