თბილისში მზის დამწვრობა 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო

© photo: Sputnik / Levan Avlabreliპლაჟი ლისის ტბაზე
პლაჟი ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამწვრობის ცენტრში მოხვედრილთაგან ყველაზე უმცროსი ოთხი წლისაა

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. მზის დამწვრობით სამედიცინო ცენტრში 400-ზე მეტი ადამიანი მოხვდა, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

აქედან 87 სტაციონარულ მკურნალობას გადის, ხოლო 387 — ამბოლატორიულს. ყველაზე უმცროსი პაციენტი სულ ოთხი წლისაა. მშობლების უყურადღებობის გამო ის აუზში დიდხანს იმყოფებოდა და მზეზე დაიწვა. ყველაზე უფროსი პაციენტი 69 წლისაა.

ჰამაკი ზღვის ხედით - Sputnik საქართველო
გარუჯვა: სილამაზე ჯანმრთელობის ფასად

ქაშიბაძის განცხადებით, დამწვრობის ცენტრში პაციენტების მიმართვიანობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. რაც შეეხება გარუჯვისთვის სხვადასხვა ნახარშის მიღებას, წელს სულ რამდენიმე ქალმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, რომლებმაც ამისთვის ლუდი გამოიყენეს. რაც შეეხება ლეღვის ფოთლის ნახარშს, რომელსაც ძლიერი დამწვრობის გამოწვევა შეუძლია, წელს მისი გამოყენება არავის გაურისკავს, აღნიშნა მან.

ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონი გრძელდება და, შესაბამისად, ამ წლის სტატისტიკა ჯერ სრული არ არის.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ურჩევს, შუადღისას მზეზე ნუ გავლენ, განსაკუთრებით კი ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.

"საუბარია 11:00-დან 17:00 საათამდე პერიოდზე. მშობლებს ვურჩევ, ბავშვები ზღვაზე პედიატრის რეკომენდაციის გარეშე არ წაიყვანონ", — აღნიშნა ქაშიბაძემ.

ექიმი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიყენონ მზის დამცავი და დამწვრობის საწინააღმდეგო ლოსიონები და კრემები.

 

ყველა ახალი ამბავი
0