საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გაფართოვდება

© Sputnik / Alexander Imedashviliილია ელოშვილი
ილია ელოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი და საიმედო მეზობელი ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი ძალაა და თბილისი აფასებს ბაქოსთან მეგობრულ კავშირებს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სტრატეგიული ურთიერთკავშირი პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო ასპექტია, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა აზერბაიჯანულ სააგენტო Trend-თან ინტერვიუში, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი".

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი: ახალი ჰესები - ენერგოუსაფრთხოების გარანტი

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოს მიერ იმპორტირებული ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი (90%) აზერბაიჯანიდან მიეწოდება, რომელმაც, 2007 წლიდან დაწყებული, გაზსადენებზე აფეთქებების შემდეგ, თანდათანობით ჩაანაცვლა რუსული გაზი. გარდა ამისა, საქართველოში წარმატებით მუშაობენ კომპანია SOCAR-ის რიგი შვილობილი კომპანიები.

საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის დონე, რომელსაც კომპანია SOCAR Georgia ახორციელებს, დაგეგმილ მოცულობებს გადააჭარბებს, განაცხადა ელოშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს გაზიფიკაციის პროცესი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ქართული „შვილობილის" მიერ გრაფიკით მიმდინარეობს. წლის ბოლომდე SOCAR Georgia-ს ვალდებულება საქართველოს 250 ათასი აბონენტის გაზმომარაგების კუთხით მთლიანად შესრულდება და გადააჭარბებს კიდეც ამ რიცხვს. გაზიფიკაციის სამუშაოები თბილისის საზღვრებს გარეთ უმეტეს რაიონებს მოიცავს.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციის საკითხს შემოდგომაზე განიხილავენ

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის შესახებ საუბრისას მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ისეთი წარმატებული სატრანზიტო პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი და საექსპორტო მილსადენი WREP (ბაქო-სუფსა), რომლებიც განკუთვნილია კასპიის ზღვის მდიდარი რესურსების დასავლეთში ტრანსპორტირებისთვის. ეს პროექტები ჩვენი საერთო ძალისხმევის, ურთიერთნდობისა და პარტნიორობის შედეგია", — აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე გამოთქვა კმაყოფილება სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის პრაქტიკულ რეალიზებასთან დაკავშირებით პროექტის „სამხრეთის გაზის დერეფანი" ფარგლებში.

„ასეთი პირობები და პოზიტიური ცვლილებები ქმნის წინაპირობებს ჩვენი მომავალი თანამშრომლობისთვის და პირადად მე მოველი, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება და გამტკიცდება. მიმაჩნია, რომ ძლიერი და საიმედო მეზობელი ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი ძალაა და საქართველო ნამდვილად აფასებს კარგ და მეგობრულ კავშირებს", — განაცხადა ილია ელოშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0