გაქცევა ბადრაგირებისას: ქართველ იუმორისტზე თავდამსხმელი გაიქცა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომლები
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეჭვმიტანილმა იზოლატორში ბადრაგირებისას გაქცევა მოახერხა.

თბილისი, 24 ივნისი-Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართველ იუმორისტ დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდამსხმელის გაქცევის შესახებ ცნობას ავრცელებს.

როსტომაშვილი, თბილისის გარეუბანში, 14 ივნისს, ბეისბოლის ბიტით სცემეს და თავი გაუტეხეს. მოგვიანებით საქართველოს შსს-მ ერთი პირი დააკავა.

დაკავება - Sputnik საქართველო
თავდასხმა დავით როსტომაშვილზე: დაკავებულია ერთი პირი

„პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 1992 წელს დაბადებული ბ.კ., რომელიც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების: უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის — ზ.გ.-ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის — ა.ტ.-ს და უბნის უმცროსი ინსპექტორის — ი.ქ.-ს მიერ გადაყვანილი იქნა შსს-ს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, ბ.კ.-მ გაქცევა და მიმალვა შეძლო.“- ნათქვამია შსს-ს საიტზე.

შსს-ს მონაცემებით ეჭვმიტანილი იძებნება, ხოლო პოლიციის სამ თანამშრომელს ბრალი წარედგინა სასახურებრივი გულგრილობის მუხლით, ისინი გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს სასამართლო გარჩევამდე, ამასთან მათ დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება.

დავით როსტომაშვილი დაიბადა 1973 წელს. არის პოლიციის პოლკოვნიკი. საქართველოში პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ რაც მონაწილეობს ცნობილ იუმორისტულ კონცერტებში „იუმორინა“. გადაღებულია კომედიური ჟანრის ორ ფილმში „გარიგება 2“ და „მაიტა ნასოსი“.

 

ყველა ახალი ამბავი
0