საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება

© Sputnik / Anna Yarovikovaალილოს მსვლელობა
ალილოს მსვლელობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა თბილისის ცენტრში 13:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს თბილისში ვარდების მოედნიდან სამების ტაძრამდე მსვლელობით აღნიშნავენ, განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა — ახალგაზრდულმა მოძრაობა "დავითიანმა" თავის Facebook-გვერდზე.

„17 მაისს, ოჯახის სიწმიდის დღეს აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები თბილისში შემობრძანდება. 13 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს", — აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ვიდეორგოლში.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ადამიანმა სიხარულსაც და მწუხარებასაც ერთნაირად უნდა გაუძლოს

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. უფლის ნებით, ქრისტიანობის ქადაგებისთვის აქ ანდრია პირველწოდებული მოავლინეს. მან ღვთისმშობლისგან მისი ხელთუქმნელი ხატი მიიღო. სასწაულმოქმედი ხატი საუკუნეების განმავლობაში აწყურში იყო დაბრძანებული.

საქართველოს შსს-მ გუშინ მძღოლები გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ოთხშაბათს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში ქუჩები გადაიკეტება. 09:30 საათიდან დაკეტილია გზა თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და ყველა მის გადაკვეთაზე. ვარდების მოედანი ჯერ კიდევ სამშაბათს დაკეტეს.

ოთხშაბათს, 17 მაისს ასევე აღინიშნება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.

ყველა ახალი ამბავი
0