არეულობა და ქაოსი ბათუმში

გამოწერა
პოლიციის თანამშრომლები მთავარი სამმართველოს შენობას იცავენ.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. პოლიცია ამ დრომდე ვერ ახერხებს ბათუმში შექმნილი ვითარების სტაბილიზაციას, სადაც შაბათს, საღამოს, არეულობა დაიწყო — რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი 7 საათის განმავლობაში ქალაქის მთავარ ქუჩებს ანადგურებს.

11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა. 

ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციის მთავარი სამმართველო მდებარეობს — პოლიციის მანქანები დაწვეს. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, თუმცა მომიტინგეების დაშლა ვერ მოხერხდა.

ქალაქის ცენტრში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. პოლიციის თანამშრომლები მთავარი სამმართველოს შენობას იცავე.

ქალაქის საავადმყოფოებში 20-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 11- პოლიციელია.

ბათუმში უკვე ჩავიდა საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ქალაქში ბრუნდება თურქეთში ვიზიტად მყოფი ზურაბ პატარიძე.

ადგილობრივი დროით 6 საათისთვის ბათუმში კვლავ უცვლელი ვითარებაა. 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გააკეთა და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ქვეყნის ძირითადი ტელეარხები ბათუმში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0