პოლიციელ ქალებს 8 მარტი მიულოცეს

საქართველოში პოლიციელ ქალებს 8 მარტი მიულოცეს

18
(განახლებულია 17:40 08.03.2017)
პოლიციელმა ქალებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობის სიგელები მიიღეს.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფში მომუშავე პოლიციელ ქალებს უწყების ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.

სიგელები ქალ–პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის გადაეცათ, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში.

სიგელები პოლიციელ ქალებს პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა გადასცეს და მათ პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

ქალთა საერთასორისო დღე 8 მარტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება.

18