თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლას დააფინანსებს

გამოწერა
თბილისის მერია წელს პირველად დოქტორანტურის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების სწავლას დააფინანსებს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია 1 მარტიდან სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების დოკუმენტების მიღებას დაიწყებს  ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურებზე მათი სწავლის დაფინანსების მიზნით.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულაზე ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთაც ავტორიზაცია და აკრედიტაცია გააჩნიათ.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
მინისტრი: ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს არ უჭირთ

„წელს პირველად დოქტორანტურის სტუდენტები პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიისგან დაფინანსებას მიიღებენ. ახალი წესის შესაბამისად, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სასწავლო გრანტის ფარგლებში 50%-დან 100%-მდე დაფინანსდებიან“, — ნათქვამია მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2015-2016 წლებში „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიის მიერ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი 4500-მდე სტუდენტი დაფინანსდა.

დოკუმენტები მიიღება თბილისის მერიაში მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით.

ყველა ახალი ამბავი
0