თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი არ იხურება

გამოწერა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის შესაძლო დახურვისა და ერთ-ერთი კორპუსის პრივატიზაციის შესახებ.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი არ იხურება და არც უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის შენობის პრივატიზაცია იგეგმება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. ამ თემაზე საუბარიც კი უხერხულია. პირიქით, უნივერსიტეტის განვითარების გეგმა ითვალისწინებს ჟურნალისტიკის მიმართულების გაძლიერებას და მეექვსე კორპუსის რემონტს, მისი უახლესი ტექნიკით აღჭურვას“, – აღნიშნეს უნივერსიტეტში.

მე-6 კორპუსის პრივატიზაციის შესახებ არაფერი სმენიათ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოშიც.

„ამ ქონების მესაკუთრე არის უნივერსიტეტი, მისი რეალიზაციის საკითხი, რამდენადაც ვიცით, არ განიხილება", – განაცხადეს სააგენტოში.

გურანდა გვაზავა მოსწავლეებთან - Sputnik საქართველო
თსუ-ის პირველი უსინათლო დოქტორი გურანდა ჯამათაშვილი გახდა

ინფორმაცია თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დახურვის და იმ კორპუსის გაყიდვის შესახებ, სადაც ამ ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ჟურანალისტებო, ჩვენებს კლავენ! იოსებ ჭუმბურიძის განგაშიან რეპლიკას მოვკარი თვალი, ჟურანალისტიკის ფაკულტეტს ხურავენო! „დამხურავნო", ბარემ დახურეთ დიდი ქართველების მიერ დაარსებული და ჩვენამდე მოტანილი ცოდნის კერა და ტაძარი! მიაყენეთ ერთი ბულდოზერი, გადაუარეთ, მოასწორეთ და ააშენეთ „მოდური თაუერი აპარტამენტებით"! უკეთეს ადგილს ვერც ინატრებთ, მანდ კვადრატული მეტრი 5000 დოლარადაც წავა! ოღონდ იცოდეთ, ვიდრე ბულდოზერებს მაგ წმინდა შენობას მიაყენებთ დასანგრევად, ჯერ ჩვენ უნდა გადაგვიაროთ, პირველი მე ჩავუწვები იმ ბულდოზერს! ამის შემდეგ დახურეთ, დალეწეთ, დაანგრიეთ, დაწვით, აღარაფერი დაუტოვოთ შთამომავლობას! ისე, რა საჭიროა თეატრალური ინსტიტუტი? მანდაც დაიწყეთ „დახურვა"! სამშენებლოდ უკეთეს ადგილს ვერ ინატრებთ! საქართველოს ხომ უპერსპექტივობისთვის ამზადებს უხილავი ხელი? ცოდნა და განათლება, ან კულტურა რაში დასჭირდებათ ლაქიებს, დამლაგებლებს, მიმტანებს, მეძავებს?!“ – დაწერა ჟურნალისტმა თამაზ ჭეიშვილმა თავის facebook–გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0