ლიტვა საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს რუსეთს არ გადასცემს

© photo: Sputnik / Marius Baranauskas / გადასვლა მედიაბანკშილიტვის დროშა
ლიტვის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ მაისურაძე, რომელიც ვილნიუსში კიევიდან ჩაფრინდა, რუსეთის ინიციატივით გაცემული ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ ერთი თვის წინ ვილნიუსში დაკავებული საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის ზურაბ მაისურაძის რუსეთისთვის გადაცემაზე უარი განაცხადა, რადგან მიიჩნევს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივები აღინიშნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ზურაბ მაისურაძე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, 2016 წლის 2 დეკემბერს კიევიდან ვილნიუსში ჩაფრენის შემდეგ ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს, რომელიც, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ინიციატივით იყო გაცემული. რუსეთმა მაისურაძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულთა ჩადენაში ეჭვმიტანილი.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ვილნიუსის საოლქო სასამართლომ 4 დეკემბერს ეჭვმიტანილის ათი დღით დაკავების ნებართვა გასცა. 10 დეკემბერს ის გირაოთი გაათავისუფლეს. ლიტვის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას მაისურაძის ტერორისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობის შესახებ.

როგორც ლიტვის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთიდან თხოვნა მაისურაძის ექსტრადიციის შესახებ ლიტვურმა მხარემ გასული კვირის ბოლოს მიიღო.

„ზურაბ მაისურაძის საქმეზე შეკრებილი მასალების შეფასებისას გაკეთდა დასკვნა, რომ სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით პირის გადაცემის შესახებ თხოვნა წარმოდგენილი იყო პოლიტიკური მოტივებითა და რუსეთის საქართველოს მიმართ განხორციელებულ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავენ უწყებაში. 

ინტერპოლი - Sputnik საქართველო
გერმანიის ინტერპოლით ძებნილი რუსეთის მოქალაქე თბილისში დააკავეს

უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას მაისურაძის გადაცემაზე და გააუქმა მანამდე დაწესებული მეთვალყურეობის ზომები. ლიტვის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება უნდა დაადასტუროს ვილნიუსის საოლქო სასამართლომ, სადაც სამშაბათს მაისურაძის საქმეზე ყველა მასალა გადაიგზავნა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ექსტრადიციის შესახებ უცხოური სახელმწიფოს თხოვნის განხილვისას გადაწყვეტილებას იღებენ პირის დანაშაულის მტკიცებულებების განხილვის გარეშე“, – აღნიშნა პროკურატურამ.

ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულია, რომ ქვეყნის მოქალაქე ან უცხოელი შეიძლება არ გადასცენ სხვა სახელმწიფოს, თუ პირის მიმართ დანაშაულისთვის დევნა ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით, დასძინეს უწყებაში.

ყველა ახალი ამბავი
0