ევროსასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისათვის 70 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

© AP Photo / Christian Lutzევროსასამართლო
ევროსასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლია შიოშვილმა, რომელმაც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტაციის დროს ბავშვი დაკარგა და დაღუპული თენგიზ ტოგონიძის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე მოიგეს.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ გამოიტანა და რუსულ მხარეს 70 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი დარღვევები მხოლოდ უკანონო მიგრანტების დეპორტაციას ეხება, ხოლო რუსეთში კანონიერად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკური ქართველების გაძევების ფაქტები სასამართლომ ვერ გამოავლინა.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მერაბიშვილის საქმეს გადახედავს

რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ლია შიოშვილმა და დეპორტაციისას გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძის ოჯახმა შეიტანეს. შიოშვილის ინტერესებს სასამართლოში ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იცავდა, ხოლო ტოგონიძის ოჯახის ინტერესებს — "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

სასამართლოს მასალების მიხედვით, ტოგონიძე სანქტ-პეტერბურგში 2006 წლის ოქტომბერში დააკავეს რუსეთიდან ქართველების "შერჩევითი დაპატიმრებებისა და მასობრივი დეპორტაციის" დროს.

რუსეთის ტერიტორიაზე ის არალეგალურად იმყოფებოდა. ტოგონიძე სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს და სამშობლოში დეპორტაციისთვის ამზადებდნენ.

როგორც აღმოჩნდა, ტოგონიძე ასთმით იყო დაავადებული. იზოლატორში ყოფნისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. რამდენიმე დღის შემდეგ ტოგონიძე ავტობუსით მოსკოვის აეროპორტ "დომოდედოვოში" მიიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. 

ევროპული სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
საქართველომ ევროპის სასამართლოში ზურაბ ჭანკოტაძის საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ტოგონიძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია — "სიცოცხლის უფლება", "წამების აკრძალვა" და "სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება".

შედეგად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსულ მხარეს ტოგონიძის ოჯახისთვის 40 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ლია შიოშვილი დეპორტაციის მომენტისთვის ორსულობის მერვე თვეში იყო. შიოშვილი, მის ოთხ შვილთან ერთად, დაღესტნის ქალაქ დერბენტში გაამგზავრეს, საიდანაც ის საქართველოში თვითონ ჩამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში ის ძალიან დასუსტდა და როდესაც სამშობლოში ჩამოსულმა იმშობიარა, მკვდარი ნაყოფი გააჩინა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შიოშვილის მიმართ რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია — „გადაადგილების თავისუფლება", „უცხოელთა კოლექტიური გადასახლების აკრძალვა", „წამების აკრძალვა", „სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება" და „დისკრიმინაციის აკრძალვა".

შედეგად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსულ მხარეს შიოშვილისთვის 30 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სტრასბურგი - Sputnik საქართველო
საქართველო რუსეთისგან კომპენსაციის სახით 70 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის სამთვანი ვადა მისცა, რომლის გასვლის შემდეგ განაჩენი ძალაში შევა.

მანამდე, 2016 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა მანანა ჯაბელიას ოჯახისთვის 70 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა, რომელიც გულის შეტევით გარდაიცვალა რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასიური დეპორტაციის დროს.

2014 წლის ივლისში კი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორისო სარჩელზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს ქართველი მოქალაქეების გამოძევების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე დებულება დაარღვია.

ყველა ახალი ამბავი
0