საარჩევნო უბნები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს

37
(განახლებულია 15:49 12.01.2017)
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის აზრით, საქართველო რეგიონში ლიდერია დემოკრატიის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა კმაყოფილია საქართველოში 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნებით, — ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პაოლო ალიმ განაცხადა. 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ალიანსის მონაწილე 28 ქვეყნის დეპუტატი აკვირდებოდა. 

„გუშინ ჩვენ ძალიან კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის მოწმენი გავხდით. ეს ათასობით ადამიანისა და საქართველოს მოსახლეობის ძალისხმევის შედეგია. მთელი დღეების მანძილზე ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესს“, — თქვა დელეგაციის ხელმძღვანელმა პრეს-კონფერენციაზე. 

საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიდერის სტატუსი რეგიონში დემოკრატიის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, აღნიშნა მან. 

„ეს არჩევნები ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს და ხელს უწყობს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ გზაზე“, — დაასკვნა ალიმ. 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ანგარიშებმა გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა წინასაარჩევნო პროცესის მსვლელობისას. გარდა ამისა ადგილი ჰქონდა ძალადობის მიუღებელ და დაუშვებელ შემთხვევებს, აღნიშნა დელეგაციის წარმომადგენელმა. 

მან ასევე დანანება გამოხატა იმის გამო, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. 

 

37
თემები:
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (34)
ეკა აბულაძე

კორონავირუსის მიუხედავად: საქართველოში „ნიჭიერის“ ახალი სეზონი იწყება

124
თავის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს პოპულარულ შოუში გამოავლენენ როგორც დამოუკიდებლად მოღვაწე არტისტები, ისე ბენდები, გუნდები და ანსამბლები. მთავარი პირობაა - ნიჭი, ქარიზმა და პირველობის სურვილი

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქართული შოუ „ნიჭიერის“ მეცხრე სეზონი „იმედის“ ტელეარხის ეთერში 2020 წლის 7 სექტემბერს დაიწყება, ნათქვამია პროექტის Facebook-გვერდზე.

პოპულარული შოუს მორიგი სეზონი ტელეეკრანებზე ჯერ კიდევ მარტში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტზე მუშაობა დროებით გადაიდო.

პროექტი, რომელშიც სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, ტელეეთერში ორშაბათობით, 22:00 საათზე გავა. მაყურებლის წინაშე წამყვანის ამპლუაში წარდგება შოუმენი გია ჯაჯანიძე.

ცვლილებებია ჟიურის შემადგენლობაშიც: კონკურსანტებს შეაფასებენ ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მომღერალი ანრი ჯოხაძე, დიზაინერი მაკა კვიციანი (ბრენდი Dalood) და ტელეჟურნალისტი დიმა ობოლაძე.

„ნიჭიერის“ სხვადასხვა სეზონში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მონაწილეობდნენ – მოცეკვავეები, მომღერლები, აკრობატები, ტანმოვარჯიშეები, ძალოსნები და ა.შ.

„ნიჭიერი" — ცნობილი ბრიტანული შოუს Got Talent-ის ქართული ანალოგია. პირველი „ნიჭიერი" საქართველოში ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში 2010 წლის თებერვალში გავიდა. „ნიჭიერის" ბოლო, მერვე სეზონის გამარჯვებული თბილისის ბიჭუნათა კაპელა გახდა.

124
თემები:
საქართველო და კულტურა
სასწრაფო დახმარება

გარდაბანში ქალს ერთდროულად ციმბირული წყლული და კორონავირუსი დაუდასტურდა

247
ამჯერად სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი ქალბატონი იზოლირებულია და საავადმყოფოში მკურნალობას ერთბაშად ორ დაავადებაზე გადის

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრ, 43 წლის ქალს ერთდროულად ციმბირული წყლული და კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

ტელეარხის მონაცემებით, ქალმა ნათესავის რჩევით ექიმს ხელზე ჭრილობის გამო მიმართა. ანალიზების შედეგებით მას ციმბირული წყლული დაუდგინდა.

„ის ჩვენთან შემოიყვანეს ეჭვით ციმბირულ წყლულზე, რადგან ნეკა თითზე ჰქონდა შავი გარსით დაფარული ჭრილობა. დილით მას კორონავირუსიც დაუდასტურდა და ციმბირული წყლულიც“, - განაცხადა რუსთავის კლინიკის დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამჯერად ქალი იზოლირებულია და საავადმყოფოში ერთბაშად ორ დაავადებაზე მკურნალობს.

247
თემები:
COVID-19 საქართველოში
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 13 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 16:05 11.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

13 აგვისტო, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სრწფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმიანობა, მიმდინარე საქმეების განხილვა და რთული საკითხების განხილვის გადადება, დაგეგმილის რეალიზება, საბუღალტრო ოპერაციები, ბიზნეს–საქმიანობა, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, აქტიურობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: მშენებლობის საძირკვლის ჩაყრა, რემონტის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა, გამოფენების, კონცერტების მოწყობა, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება.

არარეკომენდებული აჩქარება, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე ხელმძღვანელობისთვის მიმართვა, კონტრაქტების გაფორმება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. კარგი დღეა გადარგვის, გასხვლის, შეწამვლის, მოსავლის აღებისთვის.

ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება–გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0