ქართული ღვინის დეგუსტაცია

საქართველოში პირველად: ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია

39
(განახლებულია 21:32 03.09.2016)
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქართული ქვევრის ღვინო კაცობრიობის ხელშეუხებელ კულტურულ მემკვიდრეობათა ჩამონათვალში შევიდა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პირველად ჩატარდება გლობალური კონფერენცია ღვინის ტურიზმში. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება კახეთში 7-9 სექტემბერს გაიმართება.

ოფიციალურად ამის თაობაზე 2015 წელს გახდა ცნობილი ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალურმა მდივანმა თალებ რიფაიმ და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პროექტი წარადგინეს.

გაეროს ეგიდით ჩატარებული კონფერენცია ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალის გავითარებას, ისე მის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში, როგორც ღვინის სამშობლო ქვეყნისა, აღნიშნა ჩოგოვაძემ პრეზენტაცისს დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობას 8 ათასი წლის ისტორია აქვს, რაც მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება.

საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზის სახეობები დღესაცაა გავრცელებული. გასული საუკუნის 80-იან წლებში ქართული ტყის ვაზი წითელ წიგნში შეიტანეს და ის სახელმწიფოს დაცვის საგანია.

ამას გარდა, საქართველოში აღნუსხულია 500 სახეობის ვაზი, რომელთაგან 430 სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო საკოლექციო ვენახებშია დაცული.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქართული ქვევრის ღვინო კაცობრიობის ხელშეუხებელ კულტურულ მემკვიდრეობათა ჩამონათვალში შევიდა.

39