ისლამ კარიმოვი

საქართველოს პრეზიდენტი: კარიმოვი ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს

29
(განახლებულია 11:17 03.09.2016)
უზბეკეთის პრეზიდენტი პარასკევს 79 წლის ასაკში გარადიცვალა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik.  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. 

 „ბატონი ისლამ ქარიმოვი ურთულეს პერიოდში ხელმძღვანელობდა ქვეყანას და მისი ლიდერობით უზბეკეთმა მნიშვნელოვან განვითარებას, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასა და კეთილდღეობას მიაღწია. მინდა ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და უზბეკი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ისლამ ქარიმოვის სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ისტორიაში", — ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უზბეკეთის პრეზიდენტი პარასკევს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახელმწიფო მეთაურს, ანდერძის თანახმად, 3 სექტემბერს სამარყანდში დაკრძალავენ. პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშრებით, ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობების დროებით შემსრულებელი, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე ნიგმატილა იულდაშევი გახდა.





29