საპატრულო პოლიცია

ავტოავარიას ქალი და ბავშვი ემსხვერპლა

22
(განახლებულია 18:15 21.08.2016)
შეჯახებისას მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები აალდა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე შიდა ქართლში  გორის შესასვლელთან მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა ქალი და ბავშვი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი გრუზია" შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

შეჯახების დროს ორივე ავტომანქანა აალდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო და საპატრულო მანქანები, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანები. 

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელსაც შედეგად ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოყვა). 


22