რიხტერის შკალა

აღმოსავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

17
(განახლებულია 20:31 04.08.2016)
მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 61 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოში იყო.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. დღეს თბილისიდან 61 კილომეტრში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი დმანისთან ახლოს, სოფელ სოღუთლოში იყო, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 15:26 საათზე დაფიქსირდა.

დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

17