ანაკლიაში უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდები დაისვენებენ

გამოწერა
შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ „მომავლის ბანაკში“ რუსეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან ქართველი მიგრანტები ჩამოვლენ.

თბილისი, 4 აგვისტო— Sputnik. აგვისტოში ანაკლიაში საბავშვო-საყმაწვილო „მომავლის ბანაკში“ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდები დაისვენებენ.

პროექტს ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად. მიმდინარე წელს უცხოეთში მცხოვრები 144 ქართველი მოზარდი შეძლებს ანაკლიის „მომავლის ბანაკში" დასვენებას. მათი ჩამოყვანა სამ ეტაპად განხორციელდება.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქი: ქართული დიასპორის წევრებს საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონდეთ

1-8 აგვისტოს საქართველოში რუსეთში, თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები 48 ქართველი მოზარდი ჩამოვა. თურქეთიდან მოზარდების შერჩევას და მათ საქართველოში გამომგზავრების ორგანიზებას თურქეთის ინეგოლის რაიონის სოფელ მურათბეის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაცია უზრუნველყოფს.

უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების მეორე ნაკადი საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვა და აქ 16 რიცხვამდე დარჩება. 17-24 აგვისტოს კი ანაკლიაში მოზარდების მესამე ნაკადი შეძლებს დასვენებას.

ყველა ახალი ამბავი
0