გუდაურში ექსტრიმის ფესტივალი ჩატარდება

© courtesy of Healthy Lifeველოსპორტი
ველოსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი მოტოკროსსა და კვადროციკლებით შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებს ელოდება.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ექსტრიმის ფესტივალი, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელებიც მიიღებენ მონაწილეობას, გუდაურში 16-17 ივლისს ტარდება.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეჯიბრება მოტოკროსში, ასევე კვადროციკლებითა და ველოსიპედებით გასწრებაში. 

ყველის ფესტივალი - Sputnik საქართველო
24 ივლისს ქართული ყველის ფესტივალი გაიმართება

შეჯიბრებაში უფროსებთან ერთად მოზარდებიც  შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.

შეჯიბრება 17 ივლისის დილის 11 საათზე დაიწყება. მონაწილეობა უფასოა. დაწვრილებითი ინფორმაცია ექსტრიმის ფესტიავლის შესახებ იხილეთ აქ.

ფესტივალის სტუმრებს ასევე ელოდებათ სხვადასხვა შოუები.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაცია, კლუბი „ენდურო“, სამთო კურორტების განვითარების კომპანია, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო.

ყველა ახალი ამბავი
0