მარულა 2016

სამეგრელოში მარულის ტრადიციის აღდგენა დაიწყო

54
მარულა საცხენოსნო შეჯიბრების ერთ-ერთი უძველესი ეროვნული სახეობაა, დოღი გრძელ მანძილზე საამისოდ საგანგებოდ გავარჯიშებული ცხენებით.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენაკში „მარულა 2016-ს“ დაესწრო, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.

„მარულა 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად ცხენოსნები ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩავიდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ცხენოსნობის აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ სენაკი ცხენოსნობის ერთ-ერთი ცენტრი გახდება საქართველოში.

„მარულა 2016-ის“ ფარგლებში, საცხენოსნო სანახაობების პარალელურად, ასევე გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე დამსწრეებს ხალხური რეწვის ნიმუშებისა და სოფლის პროდუქტების გამოფენის დათვალიერებაც შეეძლოთ.

მარულას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

54