პრემიერი: ნატოს ცენტრი მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ არ არის მიმართული

© https://www.facebook.com/GaribashviliOfficial?fref=tsირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი
ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სასწავლო ცენტრი ღონისძიებათა იმ პაკეტის ჩარჩოში იხსნება, რომელიც ქვეყანას ნატოს წევრობაში უნდა დაეხმაროს. პაკეტი 2014 წლის სექტემბერში ალიანსის უელსის სამიტზე დაამტკიცეს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული არაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ხუთშაბათს, 27 აგვისტოს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ კონფერენციაზე.

„საწვრთნელი ცენტრის საქმიანობა რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არანაირად არ იქნება. უფრო მეტიც, ის რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის სამსახურში ჩადგება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველო-ნატოს ერთობლივი სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  დაიგეგმა.

საქართველოში სასწავლო ცენტრი ღონისძიებათა იმ პაკეტის ჩარჩოში იხსნება, რომელიც ქვეყანას ნატოს წევრობაში უნდა დაეხმაროს. პაკეტი 2014 წლის სექტემბერში ალიანსის უელსის სამიტზე დაამტკიცეს. სასწავლო ცენტრში ალიანსის და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მოემზადებიან.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 


ყველა ახალი ამბავი
0