თბილისში საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მეწარმეთა ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დელეგაციის შემადგენლობაში არიან საჯარო და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე კომპანიები რომლებიც ტურიზმის, უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმოადგენენ.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თბილისში არაბეთის გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი სულთან ბინ საიდ ალ მანსური ხელმძღვანელობს. 19 მაისს ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომლის მსვლელობისას არაბული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებს გაეცნობიან.

ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (სსსპ). ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დელეგაციის შემადგენლობაში არიან საჯარო და კერძო სექტორის  მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე  კომპანიები რომლებიც ტურიზმის, უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმოადგენენ.

ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია საპრივატიზიაციო ობიექტებისა და საწარმოების დათვალიერება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0