МИД Грузии

თბილისი ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზადაა - საგარეო საქმეთა სამინისტრო

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს და ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით იურიუდიულ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა, განაცხადა ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ.

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს და ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით იურიუდიულ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა, განაცხადა ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

”მუშაობა უკვე დასრულდა და ოფიციალურად შემუშავდა დოკუმენტი, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შიდაუწყებათაშორისი პროცედურები გაიარა... ჩვენ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად ვართ და ველოდებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანლის ოფიციალურ ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც ეს დოკუმენტი ფორმალიზებული იქნება”, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოთაქის ვიზიტის ზუსტი თარიღი.

”ვიზიტი რამდენჯერმე დაიგეგმა, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო გადაიდო”, - აღნიშნა კალანდაძემ.

ამა წლის მაისში თბილისში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი რამინ მეჰმანპარასტი იმყოფებოდა. მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით კალანდაძემ განაცხადა, რომ ”საქართველოს ირანთან დაახლოება სხვა ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგ არ არის მიმართული და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაზე არ იმოქმედებს”. მისი თქმით, ”საქართველოს მეგობრული ურთიერთობა აქვს ყველა ქვეყანასთან, რომელიც იცავს საქართველოს ინტერესებს, მხარს უჭერს მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას”.

3
თემები:
საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს აუქმებს (8)