Тбилиси

საქართველოში აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ჩამოვიდა

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ორშაბათს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესასწავლად საქართველოში აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფი ჩამოვიდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ორშაბათს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესასწავლად საქართველოში აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფი ჩამოვიდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე.

დელეგაციის წევრები საქართველოში 21 ოქტომბრამდე დარჩებიან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები.

”საქართველოში პოლიტიკური ვითარების შესწავლის შემდეგ დელეგაციის წევრები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელიც აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას წარედგინება”, - განაცხადა კალანდაძემ.

US Atlantic Council - არასამთავრობო მრავალმიზნობრივი პოლიტიკურ-სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ში ”ატლანტიზმის” თეორიის მომხრეებს აერთიანებას. იგი 1961 წელს შეიქმნა, ვაშინგტონში აქვს შტაბ-ბინა. ძირითადი ამოცანებია: სამეცნიერი კვლევების ჩატარება საგარეო პოლიტიკის სფეროში, სადაც ძირითადი ყურადღება ტრანსატლანტიკური კავშირების საკითხებს ეთმობა, კერძოდ, ეკონომიკურ პრობლემებს, პოლიტიკას განვითარებად ქვეყნებთან მიმართებით, საერთაშორისო ორგანიზაციების როლს. ატლანტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან უმსხვილესი კორპორაციების, პოლიტიკური ელიტის, სამხედრო-სამრეწველო წრეების წარმომადგენლები, გამოჩენილი მეცნიერ-პოლიტოლოგები. ატლანტიკური საბჭოს დაფინანსება ხორციელდება უმსხვილესი მონოპოლიების და ფონდების მიერ, ასევე კერძო, ცალკეულ შემთხვევებში, სამთავრობო დოტაციებით.

0