офис НАТО в Тбилиси, открытие

საქართველოში ”ნატოს კვირეული” იწყება

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
18 ოქტომბერს საქართველოში ”ნატოს კვირეული” იწყება. ღონისძიებების ოფიციალური პროგრამა სიღნაღის სახელმწიფო მუზეუმში შეხვედრებით გაიხსნება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” ალიანსის საინფორმაციო ცენტრში.

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. 18 ოქტომბერს საქართველოში ”ნატოს კვირეული” იწყება. ღონისძიებების ოფიციალური პროგრამა ორშაბათს საღამოს, სიღნაღის სახელმწიფო მუზეუმში შეხვედრებით გაიხსნება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” ალიანსის საინფორმაციო ცენტრში.

კვირეულის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება შეხვედრები და უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში ლექციები. ამასთან დაკავშირებით საქართველოში სპეციალურად ჩამოვლენ ნატოს მმართველობის წარმომადგენლები სახალხო დიპლომატიის საკითხებში და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები.

ნატოს დღეები 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ქუთაისში საზეიმო კონცერტით დასრულდება.

”ნატოს კვირეულის” ორგანიზატორია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე ნატოს საინფორმაციო ცენტრი.

3