офис НАТО в Тбилиси, открытие, Барамидзе и Расмуссен

ნატოს შემფასებელი მისია ქართული რეფორმების მსვლელობას განიხილავს

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ნატოს საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულების შეფასების მისია თბილისში სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას ქართული რეფორმების მიმდინარეობაზე და ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნების შეფასებაზე იმსჯელებს.

თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ნატოს საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულების შეფასების მისია (ANP - Annual National Programme) თბილისში სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას ქართული რეფორმების მიმდინარეობაზე და ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნების შეფასებაზე იმსჯელებს.

ალიანსის მისია თბილისში სამშაბათს ჩამოვიდა.

პირველი შეხვედრა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელიოსუფლების წარმომადგენლებთან სამთავრობო კანცელარიაში მიმდინარეობს.

”მთავარი აქცენტები გაკეთდება საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რეფორმებზე სასამართლო და პენიტენციარულ სისტემებში, ასევე მასმედიის თავისუფლების საკითხებზე”, - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა.

მისი თქმით, ყურადღება ასევე გამახვილდება 2010 წლის 30 მაისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების პოლიტიკურ და ხარისხობრივ შეფასებაზე.

მისიის წევრები შეხვედრებს იმ სახელმწიფო უწყებებში გამართავენ, რომლებიც ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების პროცესში არიან ამოქმედებულები.

ეს, ქვეყნისთვის ”ყოველწლიური ეროვნული პროგრამის” მიღების შემდეგ, ალიანსის შემფასებელი მისიის მეორე ვიზიტია საქართველოში. გადაწყვეტილება ANP-ის დამტკიცების შესახებ, რომლიოთაც საქართველოსთვის მოქმედებების დეტალური გეგმა განისაზღვრება, 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიიღეს.

 

0