Министр иностранных дел России Сергей Лавров

ლავროვმა საქართველოს გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის ვიზების გაუქმების შესახებ პროპაგანდისტული უწოდა

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის ცალმხრივი წესით ვიზების გაუქმების შესახებ თბილისის პროპაგანდის მორიგი ნაბიჯია, განაცხადა სერგეი ლავროვმა.

თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის ცალმხრივი წესით ვიზების გაუქმების შესახებ თბილისის პროპაგანდის მორიგი ნაბიჯია, განაცხადა სამშაბათს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება არ უნახავთ, მაგრამ ნახეს საინფორმაციო სააგენტოების განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”იმ სახით, როგორც ჩანს, ამის გაკეთებას აპირებენ - ეს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს გვაგონებს”, - ასეთი კომენტარი გააკეთა ლავროვმა ჟურნალისტებთან თბილისის განცხადების თაობაზე.

”ცივილიზებულ პარტნიორებს შორის მიღებული ურთიერთობების ფარგლებში, ამის ურთიერთსაფუძველზე  განხილვაა  მიღებული”, - აღნიშნა მინისტრმა.

გუშინ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს.  მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე მზადაა და დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ის ძალაში შევა. ”აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ლიბერალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ტრადიციული ურთიერთობების გაგრძელებიდან გამომდინარე შედის ძალაში”, - განაცხადა კალანდაძემ. ”ეს გადაწყვეტილება ეხება დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის, ყაბარდო-ბალკარეთის, ყარაჩაევო-ჩერქეზეთის და ადიღეის მოსახლეობას”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სამშაბათს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის საქართველოში 13 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

 

 

3