парламент Грузии

დასახელდა საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღების თარიღი

4
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
სამშაბათს, 12 ოქტომბერს ახალი კონსტიტუციის პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით საქართველოს პარლამენტის კენჭისყრაზე გამოაქვთ - შესაბამისი გადაწყვეტილება ორშაბათს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

 

 

თბილისი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. სამშაბათს, 12 ოქტომბერს ახალი კონსტიტუციის პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით საქართველოს პარლამენტის კენჭისყრაზე გამოაქვთ - შესაბამისი გადაწყვეტილება ორშაბათს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. 

საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა, წარმოადგენს „შერეული მმართველობის ფორმას“. ახალი დოკუმენტი არსებითად აძლიერებს მთავრობის როლს, კერძოდ, პრეზიდენტის რიგი უფლებები პრემიერ–მინისტრს გადაეცემა.

პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატებმა” პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ვადების შემცირების საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების ჩატარება მოითხოვა. 

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების აუცილებლობის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშიც არის საუბარი.

მანამდე, მუშაობის მსვლელობისას, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის რიგი შენიშვნები გაითვალისწინა და პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს ეკრძალება საკანონმდებლო ინიციატივებით გამოსვლა, ასევე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა. ამიერიდან მას უფლება არ ექნება, დანიშნოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და სხვა სარდლები პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე. გარდა ამისა, პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ მას ეკრძალება სხვა უმაღლესი თანამდებობების დაკავება და რომელიმე პარტიის ლიდერად ყოფნა. ასევე შემცირდა პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ვადა ერთი წლიდან 70 დღემდე, ასევე შეტანილია შესწორება, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი ვალდებული იქნება, წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსახატავად.

პარლამენტს ენიჭება უფლება, გამოხატოს უნდობლობა მთავრობისადმი, ხოლო მთავრობას უფლება ეძლევა, უნდობლობა გამოუცხადოს ნებისმიერ კანონპროექტს. პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის უთანხმოების შემთხვევაში, არბიტრის როლი ენიჭება.

ახალი კონსტიტუცია ასევე ითვალიწინებს სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებას. ამ მიზნით სასამართლოების - საქალაქო და სააპელაციო - მოსამართლეებს დანიშნავენ მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც, ხელისუფლების აზრით, მათი დამოუკიდებლობის გარანტი გახდება.

პროექტის შესაბამისად, ახალი კონსტიტუცია ძალაში 2013 წელს, საპარლამენტო (2012 წელს) და საპრეზიდენტო (2013 წელს)  არჩევნების შემდეგ შევა.

 

 

 

4