МИД Грузии

საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს, განაცხადა ორშაბათს ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

 

თბილისი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს, განაცხადა ორშაბათს ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე მზადაა და დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ის ძალაში შევა.

”აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ლიბერალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ტრადიციული ურთიერთობების გაგრძელებიდან გამომდინარე შედის ძალაში”, - განაცხადა კალანდაძემ.

”ეს გადაწყვეტილება ეხება დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის, ყაბარდო-ბალკარეთის, ყარაჩაევო-ჩერქეზეთის და ადიღეის მოსახლეობას”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კალანდაძემ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ამ რესპუბლიკების მაცხოვრებლები რუსეთის ფედერაციის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც მათ ”ყაზბეგი-ზემო ლარსის” საკონტროლო გამშვები პუნქტის საშუალებით საქართველოში შემოსვლისთვის უნდა მიიღონ ვიზა მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში ქართული ინტერესების სექციაში.

”აღნიშნული განკარგულების თანახმად, მათ საქართველოში უვიზოდ ყოფნა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ”, - განაცხადა კალანდაძემ.

 

1