МИД Грузии

თბილისი ლავროვის და ჯიოევის შეხვედრას სერიოზულად არ აღიქვამს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
თბილისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელმძღვანელობის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის შეხვედრას სერიოზულად არ აღიქვამს, განაცხადა ნინო კალანდაძემ.

თბილისი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო, ციცია მამულაშვილი. ოფიციალური თბილისი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელმძღვანელობის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის შეხვედრას სერიოზულად არ აღიქვამს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

რუსული მასმედიის ინფორმაციით, ”ორშაბათს მოსკოვში შეხვედრისას რუსეთის და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და მურატ ჯიოევი ხელს მოაწერენ შეთანხმებას დიპლომატიური წარმომადგენლობების განთავსების შესახებ”.

კალანდაძის განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ”რუსეთის მორიგ ქმედებას, ლეგიტიმური გახადოს თავის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ)”.

”საბედნიეროდ, ყველა ეს ნაბიჯი მხოლოდ მცდელობად რჩება, რადგანაც არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელთანაც რუსეთის ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის. ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მოსაზრება არსებობს”, - აღნიშნა კალანდაძემ.

”ამიტომ ჩვენ არ აღვიქვამთ სერიოზულად აღნიშნულ ინფორმაციას ისევე, როგორც სხვა ქმედებებს, რომლებსაც რუსეთი მარიონეტული რეჟიმების და მათი წარმომადგენლებთან მიმართებით ახორციელებს”, - განაცხადა კალანდაძემ.


1