საქართველოს ექს-პრემიერი ”ედინაია როსიასთან” მოლაპარაკებებს განაახლებს

გამოწერა
კვირას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ჩავა, სადაც რიგი შეხვედრების გამართვას აპირებს, მათ შორისაა მოლაპარაკებების განახლება ”ედინაია როსიასთან”.

 

თბილისი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. კვირას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ჩავა, სადაც რიგი შეხვედრების გამართვას აპირებს, მათ შორისაა მოლაპარაკებების განახლება ”ედინაია როსიასთან”, განაცხადა მოძრაობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ორშაბათს.

ივლისის დასაწყისში ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს ”ედიანაი როსიასთან” კონკრეტულ საკითხებზე დროებით აჩერებს და მოსკოვთან ურთიერთობების მოგვარების ესტაფეტას საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადასცემს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნის შესახებ, აწარმოოს ფართომასშტაბური დიალოგი ნორმალიზების თაობაზე.

შეხვედრები ნოღაიდელის მოსკოვში რიგით მეცხრე ვიზიტის მსვლელობისას ორშაბათიდან დაიწყება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქართულ, აფხაზურ და ოსურ დაისპორებთან, ასევე რუსეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. ნოღაიდელი მოსკოვში დაახლოებით ერთ კვირას დაჰყოფს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივი წესით აღიარა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. რუსეთის კვალდაკვალ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ სამმა სახელმწიფომ - ნაურუმ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0