презентация, люди, дождь

საქართველოს ამინდის პროგნოზი ფასიანი იქნება

4
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
11 ოქტომბრიდან საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციაზე გადასახადი დააწესა.

 

თბილისი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. 11 ოქტომბრიდან საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციაზე გადასახადი დააწესა.

სამინისტროს ინფორმაციით, უფასოდ შესაძლებელი იქნება მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის მიღება ამინდის პროგნოზის და საგანგებო პირობების თაობაზე.

”გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზის 90%-ს ახორციელებს და თანამედროვე აპარატურის საშუალებით ინფორმაციას ონ-ლაინ რეჟიმში იღებს, მხოლოდ სააგენტოს აქვს მრავალმხრივი ინფორმაცია მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზების შესახებ. ორშაბათიდან, 11 ოქტომბრიდან ამინდის პროგნოზის შესახებ ზოგადი ინფორმაცია უფასო იქნება, ხოლო სპეციფიკური ინფორმაციისთვის გადახდა აუცილებელი იქნება”, - აცხადებს სამინისტრო.

მსურველებს შეუძლიათ, სხვადასხვა პაკეტები 30-პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძინონ, რომელიც მოსალოდნელი ამინდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უზრუნველყოფს.

 

4