резиденция президента Грузии, Тбилиси

სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე გამოთქმული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

თბილისი, 7 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ვაშინგტონში, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე გამოთქმული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, განაცხადა ხუთშაბათს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

”პრეზიდენტის სახელით ვახმოვანებ განსაკუთრებულ მადლობას სახელმწიფო მდივნის და სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატა საქართველოსთან დამოკიდებულებაში ვაშინგტონის შეხევდრაზე. მთელი გამოსვლა სრული მხარდაჭერის სულისკვეთებით იყო გამსჭვალული”, - აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

მისი თქმით, მხარდაჭერა, პირველ რიგში, ეხებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას, რაც საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობებში ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს.

ამასთან, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ”აშშ-ის მთავრობა საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სრულად უჭერს მხარს და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია, გამოიყვანოს თავისი ჯარი მისი ტერიტორიიდან და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება”.

”სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ დეოკუპაციის პროცესში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას”, - აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

ამასთან, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებში მნიშვნელოვანია.

”აშშ-ის მხრიდან გამოიხატა სრული მზადყოფნა, გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა დემოკრატიული რეფორმების და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საკითხებში”.

აქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის საკითხებში მეორე ყოველწლიური სხდომა  შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ოთხშაბათს გაიმართა.

 

1