Ираклий Окруашвили

საქართველოში ახალი გაერთიანება იქმნება, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ოქრუაშვილი იქნება

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
მომავალი კვირის დასაწყისში ახალი ქართული ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გაიმართება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ”დაიცავი საქართველოს” პრეს-სამსახურში.

თბილისი, 7 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. მომავალი კვირის დასაწყისში ახალი ქართული ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გაიმართება, განუცხადეს ხუთშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” (ხელმძღვანელი ლევან გაჩეჩილაძე) პრეს-სამსახურში.

ახალ გაერთიანებას უხელმძღვანელებენ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, მოძრაობის წევრი კოკა გუნცაძე, რუსეთში ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი.

”პრეზენტაციაზე ახალი გაერთიანების ლიდერები თავისი შემდგომი პოლიტიკური გეგმების შესახებ განაცხადებენ”, - განაცხადეს პრეს-სამსახურში.

ირაკლი ოქრუაშვილი 6 ოქტომბერს თავის მიერ შექმნილი პარტიის ”ერთიანი საქართველოსთვის” რიგებიდან ოფიციალურად გამოვიდა. მასობრივი ინფორმაციის რიგი საშუალებები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება ექს-მინისტრმა ახალი გაერთიანების შექმნასთან დაკავშირებით მიიღო.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ საფრანგეთში მყოფმა ოქრუაშვილმა ოფიციალური წერილით შეატყობინა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს.

ინფორმაცია ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის გეგმების შესახებ თავად ოქრუაშვილმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის ეთერში ტელეფონით დაადასტურა.

”ეს პარტია არ იქნება. ეს პარტიაზე მეტი იქნება. მოლაპარაკებები გრძელდება, მათ შორის ზურაბ ნოღაიდელთან”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

1